პრემიერი ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილეს ულოცავს

26/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეჟისორ ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მთელი გულით ვულოცავ ჩვენს სახელოვან და საამაყო რეჟისორს ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილეს.
ელდარ შენგელაიას შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში. მისი ყოველი ფილმი ახალი და გამორჩეული სიტყვაა ქართულ კინოში და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის.
ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის რეჟისორი, მადლობა მას მისი დიდი ღვაწლისთვის და იმისთვის, რომ დღესაც აქტიურად ემსახურება ქართულ კინოხელოვნებას.
ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებ დიდ რეჟისორს”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოც წერილში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0