საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვარშავის სამიტისთვის. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე მგონი, ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე ბევრი განცხადება. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრებათ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ვარშავის სამიტი ივლისში გაიმართება.