პრეზიდენტმა საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

12/07/2016

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელიტა გაველე მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობა განიხილეს. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელიტა გაველეს საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0