გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა და ახალი წელი პირადად მიულოცა.პრეზიდენტმა ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და წარმატებული წელი უსურვა მათ.ბავშვებმა პრეზიდენტს სტუმრობისა და ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, ერთჯერადი დახმარების სახით, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო და ქვეყნის მასშტაბით, 2000 – ზე მეტ ბავშვს გადაერიცხა. საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრებიც დაეგზავნათ.
პრეზიდენტმა პატარებს ახალი წელი მიულოცა
05/01/2016