პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა

Friday April 7th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა აქცენტი, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში იყო დაფიქსირებული, გამომდინარეობდა საზოგადოების აზრისგან.

”ეს შეეხებოდა დასაქმებას, უმუშევრობას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის გადანაწილების პრობლემას, უსაფრთხოების საკითხებს, ანტიანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება რუსეთის მცოცავი ანექსიის ფონზე.
საუბარი შეეხო მთლიანობაში საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და მედიის სიძლიერეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს, სასამართლოს ნდობას და სასამართლო სისტემის გაძლიერებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში იყო დაფიქსირებული, გამომდინარეობდა სწორედ საზოგადოების აზრისგან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთ, არამედ ათეულობით შეხვედრას მართავს საქართველოს რეგიონებში პროექტის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, საქართველოს ასეულობით მოქალაქე, ათასობით ადამიანი აფიქსირებს იმ ძირითად საკითხებს, რაზეც დღეს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გააკეთა აქცენტი”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0