საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამოჩენილ ქართველ ტენორს ზურაბ სოტკილავას უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური საქმიანობისა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის გამოჩენილი ქართველი მომღერალი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
07/04/2016