პრეზიდენტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი

10/09/2016

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმი საქართველს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ,,რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, მედია მიმართულების გაძლიერებას და კულტურის მეცნიერების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის გახსნას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე, ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0