პრეზიდენტი თუ ნებისმიერი უმაღლესი პირი სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა თავისი სიჯიუტიდან ან პრინციპულობიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოთხი თვე საკმაოდ ადრეა წინასაარჩევნო რეგულაციების დაწესებისთვის.
„პრეზიდენტი თუ ნებისმიერი უმაღლესი პირი სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა თავისი სიჯიუტიდან ან პრინციპულობიდან. ვფიქრობ, რომ ოთხი თვე საკმაოდ ადრეა წინასაარჩევნო რეგულაციების დაწესებისთვის. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ ვინაიდან კოალიცია აღარ იქნება წინასაარჩევნო ბლოკში, ერთობლივად, მათ ბევრი კანონი აქვთ კიდევ მისაღები უმრავლესობის ფორმატში და არ იქნება სასურველი ჩვენი თანამშრომლობა პარლამენტში შეჯიბრებითობის ფონზე მიმდინარეობდეს. ძალიან მიკვირს, რომ არაფერი გაითვალისწინა და უფრო გამიკვირდება და გულდასაწყვეტი იქნება თუ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ვიდრე კონტრასიგნება გაკეთდება, ვფიქრობ კონსულტაციები მართებს“, – აცხადებს გია ვოლსკი.