პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ

06/08/2016

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიშელ ტემერის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, რომელიც ზაფხულის 31-ე ოლიმპიადის გახსნამდე ბრაზილიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ზაფხულის ოლიმპიადაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებს ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0