პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა

26/09/2016

მარგველაშვილმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და სამწუხაროდ, დღესაც არ ესმის, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ დაიხურა 2013 წელს თეთრიწყაროში საავადმყოფო. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ მარგველაშვილისგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

”რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, მან არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის სამწუხაროდ და საუბედუროდ. ჯანდაცვა არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0