პრევენციის მიზნით სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი მიმდინარეობს

08/04/2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტზე იმყოფებოდნენ, სადაც, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს გაეცნენ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები. სააავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებულები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები. უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0