პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური მოთამაშეების ეთიკური ქცევა, იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ეთიკა და ქცევის კოდექსის დაცვა მოეთხოვება, როგორც დამკვირვებლებს, ასევე მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს.
“ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის ხაზს უსვამდა და დღესაც აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საარჩევნო ქცევა, საარჩევნო ეთიკა და ქცევის კოდექსი, ეს ეხება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე დამკვირვებლებს, მედიასა და პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური მოთამაშეების ეთიკური ქცევა იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა ჟვანიამ.