„პოლიტიკური დიალოგი საქართველოში მწვანე ფინანსების მობილიზებისთვის“ შეხვედრა გაიმართა

23/06/2017

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „პოლიტიკური დიალოგი საქართველოში მწვანე ფინანსების მობილიზებისთვის“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. შეხვედრა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით გაიმართა. კლიმატის ფინანსების მობილიზება ძალინ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე, იგი დადებითად აისახება არა მარტო გარემოს მდგომარეობაზე, არამედ ხელს უწყობს ტექნოლოგიების გადაცემას, სამუშაო ადგილების შექმნას და რეალურ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0