გოგლა ჟვანია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში აღარ მონაწილეობს, საქმიანობის რომელიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გაგრძელებას გამორიცხავს. ჟვანია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. როგორც ამასთან დაკავშირებით მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თავის დროზე მისი პოლიტიკაში ჩართვა დაკავშირებული იყო ორ მიზანთან: – ”მანიაკალური ხელისუფლების რეჟიმის მოცილებასთან და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან”.
”როდესაც ახალი სიის ფორმირებაზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ითქვა, რომ სია ძალიან გადახალისებული იქნებოდა. თუ არ ვცდები, ”ქართული ოცნების” სიაში 100-ზე მეტი ადამიანი ახალი სახეა. მე პარტიის ხელმძღვანელობას შევხვდი, რომელთაც აინტერესებდათ ჩემი პოზიცია, ჩემი მომავალი პოლიტიკური მიზნები. მაშინ მე განვაცხადე, რომ სიაში ყოფნა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო და შეეძლოთ გადაწყვეტილება მათი შეხედულებისამებრ მიეღოთ. პოლიტიკაში მოსვლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ იყო. ეს გამოიწვია ჩემმა საზოგადოებრივმა აქტიურობამ, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებასთან. ასე ნელ-ნელა მოვხვდი ქართულ პოლიტიკაში. არც მაშინ მიაქტიურია, როცა 2012 წელს ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ჩამწერეს. ჩემთვის პოლიტიკა დიდად საინტერესო საქმიანობა არ არის და პოლიტიკაში ჩემი ჩართა გარკვეული გარემოებებით იყო გამოწვეული”, – განაცხადა ჟვანიამ.