პლენარული სხდომები ბიურო კომიტეტები ფრაქციები საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ჯგუფები უფრაქციო პარლამენტის წევრები კომისიები, საბჭოები საპარლამენტო დიპლომატია აპარატი სასწავლო ცენტრი პარლამენტის წევრები კანონმდებლობა ზედამხედველობა მედია საჯარო ინფორმაცია ჩაერთე სიახლეები ანონსი პირდაპირი ეთერი ვიდეოგალერეა პაატა კვიჟინაძე ევროკავშირის პროგრამის შემფასებელი მისიის ექსპერტს შეხვდა

21/03/2023

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ევროკავშირის პროგრამის „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability)“ შემფასებელი მისიის ექსპერტს მაიკ ლიკის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების და შეფასების საკითხები, აგრეთვე, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების კუთხით კომიტეტის მიერ დაგეგმილი სამომავლო აქტივობები. ექსპერტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს მიღწეული წარმატება მიულოცა – სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) 2022 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგად მიღებული უმაღლესი (A) შეფასება. ​პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს იმ საკანონმდებლო და საზედამხედველო საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი აქტივობებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0