პირველკლასელთა საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2016-2017 სასწავლო წლისათვის 4 მაისს – 09:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე და დასრულდება 25 მაისს – 20:00 საათზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2016 წლის 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია: http://registration.emis.ge