ვერძი
დღეს თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოთ. აკონტროლეთ გარშემო მყოფები, სიტუაცია, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი და ყველაფერი წარმატებით მოაგვაროთ.
კურო
ნუ ხართ პრეტენზიული გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ იყოთ მომთხოვნი. მოერიდეთ კონფლიქტს, ეს ავტორიტეტს შეგილახავთ.
ტყუპი
მშვიდად გადახედეთ საქმეებს, ურთიერთობებს. მოერიდეთ მკვეთრს ქმედებებს, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. შეიძლება წარსულის ნეგატიური სიტუაციები ამოტივტივდეს.
კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება, ახალი ტექნოლოგიების ათვისებამ მოგიწიოთ. კარგი დღეა ახალი თანამოაზრეების გასაჩენად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან.
ლომი
დაკვირვებულად და მიზანსწრაფულად უნდა იმოქმედოთ. აქტიური მუშაობა შუადღის შემდეგ დაიწყეთ. კარგი დღეა დაწყებული პროექტების განსავითარებლად.
ქალწული
მოერიდეთ კამათზე დროისა და ენერგიის დაკარგვას. დღის მეორე ნახევარში მოიმატებს აქტიურობა და უამრავ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. ნუ გაჯიუტდებით; განსაკუთრებით, სასიყვარულო პარტნიორთან.
სასწორი
სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებებიც უნდა შეასრულოთ. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. საყვარელი ადამიანი მეტ მზრუნველობას საჭიროებს.
მორიელი
კარგი დღეა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად; დეტალებზე სამუშაოდ. სიახლეებისადმი მეტი დაკვირვება გმართებთ. ოჯახის წევრები უთქვენობას განიცდიან. დაეხმარეთ მათ საქმეების მოგვარებაში.
მშვილდოსანი
ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. იყავით მობილიზებული და დაკვირვებული. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ახლობლებთან. ყურადღება მიაქციეთ კვებას.
თხის რქა
დღეს სიღრმეებს უნდა ჩაწვდეთ, თუ გსურთ, მომავალში წარმატებას მიაღწიოთ. კოლექტივთან მუშაობა მეტ შედეგს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ნუ გაჯიუტდებით.
მერწყული
დღეს მეტად იგრძნობთ თავისუფლებას და ბედნიერებას. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
თევზები
აქტიური დღე გელით. სიზარმაცე და დაღლილობა გვერდზე უნდა გადადოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო დაუთმეთ ყვავილებს მოვლას, ბუნებთან კონტაქტს.