პირველი თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

01/02/2019

ვერძი
რომანტიკული გახდებით და ქცევაც უფრო რბილი გაგიხდებათ. კარგი დღეა სულიერი საუბრებისა და მიმოწერისთვის. ზოგიერთი საოჯახო საიდუმლოს ამოიცნობს.

კურო
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. თქვენი სურვილები ნათესავებთან შეათანხმეთ. მათ მიმართეთ რჩევისთვისაც. ზოგიერთს საინტერესო ადამიანების გაცნობა ელის.

ტყუპი
თუ ახალი ცხოვრების დაწყება გსურთ, აზროვნება უნდა შეიცვალოთ. თუ მიზნების მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გაისარჯოთ. სანამ სხვების სურვილებს ასრულებთ, საკუთარ მოთხოვნებს ნუ დაივიწყებთ.

კირჩხიბი
ახალი სურვილები და ოცნებები გაგიჩნდებათ. ზოგიერთს თვალსაწიერის გაფართოება მოუნდება. საყვარელ ადამიანთან ერთად შეათანხმეთ რომანტიკული მოგზაურობა, თქვენთვის საინტერესო თემები.

ლომი
მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევისგან გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, გამოიცნოთ თქვენი საყვარელი ადამიანის სურვილები. კარგი დღეა საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად და იდეების განსახილველად.

ქალწული
წარმატება თქვენს კომუნიკაბელურობასა და დიპლომატიურობაზეა დამოკიდებული. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში. შეყვარებულები რომანის გასერიოზულებას გადაწყვეტენ.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. თუ გსურთ, ურთიერთობა გააუმჯობესოთ გარშემო მყოფებთან, იყავით მეტად რბილი და მზრუნველი.

მორიელი
დღეს მხოლოდ იმ ადამიანებთან უნდა იკონტაქტოთ, ვისთანაც სულიერ სიმშვიდეს გრძნობთ. მიმოწერისა და კონტაქტებისთვის გამოიყენეთ სოციალური ქსელები, ინტერნეტი.

მშვილდოსანი
უამრავ კითხვაზე გსურთ პასუხის მიღება. ნუ ეცდებით პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას. დაიხმარეთ ოჯახის წევრები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, დაინტერესდით ახლობლების ცხოვრებით. უნდა შეძლოთ, საჭირო დროს საჭირო სიტყვები მოძებნოთ. კარგი დღეა მუსიკისა და ხატვისთვის. მანდილოსნები კომპლიმენტებს მიიღებთ.

მერწყული
დღეს მაქსიმალურად უნდა გაინებივროთ საკუთარი თავი. შეიძლება ეს იყო საყიდლები ან გემრიელი კერძი. ზოგიერთს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

თევზები
დღეს საკუთარი ფიქრები და გრძნობები უნდა დაალაგოთ. ეცადეთ ჩამოყალიბდეთ და სწორად შეადგინოთ პრიორიტეტები. დაფიქრდით, რა უნდა ისწავლოთ, სად უნდა წახვიდეთ, ვის უნდა დაუკავშირდეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0