პირველადი გადამუშავების პროდუქტის უკანონო ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს

22/08/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პირველადი გადამუშავების პროდუქტის უკანონო ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0