პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში ექიმთა ტრენინგი გრძელდება

23/09/2016

პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში ექიმთა ტრენინგი და გადამზადება გრძელდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული ტრენინგის მონაწილე ექიმებს შეხვდა.
ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში გადამზადებას გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონიდან მეან – გინეკოლოგები, ბებიაქალები და ნეონატოლოგები გადიან. ტრენინგი სამ დღიანია და თეორიულ სწავლებასთან ერთად, უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ექიმები სამეანო და ნეონატალური სიმულატორების გამოყენებით, პრაქტიკულ მეცადინეობაში ერთვებიან.
ექიმთა ტრენინგი და გადამზადება იუნისეფის მხარდაჭერით ტარდება. გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოსავალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0