სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წყლის კურთხევის რიტუალი გაიმართა.
წყალკურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა. კურთხევის შემდეგ მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
წყლის კურთხევამდე, სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები. ის მაკურნებელი ძალისაა.
ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით ცოდვებისგან დამძიმებული კაცის ბუნება განაახლა.