სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს საღამოს შვეიცარიიდან, ჟენევიდან დაბრუნდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ ჩამოფრინდება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შვეიცარიაში, შამბეზში გამართული მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრის შესახებ კომენტარი კი შესაძლოა მოგვიანებით გაკეთდეს.
შვეიცარიაში, შამბეზში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრა 22-27 იანვარს გაიმართა. შეკრებაზე უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთდ 21 იანვარს გაემგზავრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, უწმინდესის ხელმძღვანელობით, ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინაშეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე ეკლესიათა მეთაურებმა პრობლემური საკითხები განიხილეს და მომავალი წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.
პატრიარქი ჟენევიდან დღეს დაბრუნდება
28/01/2016