პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ

03/04/2016

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, – ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“დღეს ჩვენთან ბრძანდებიან სახალხო ექიმები, მოგეხსენებათ, ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანდაცვის მინისტრთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დარგი განვითარდეს საქართველოში”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, 17 აპრილიდან ტაძრებთან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პატრიარქის განმარტებით, აღნიშნული წამლები, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული და შემოწმებული იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0