პარტიები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გააძლიერებენ

05/04/2016

პარტიები რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გააძლიერებენ?!, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მან აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მიღებას სკეპტიკურად უყურებს და მისივე შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა იმის ნიშანია, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან უჭირს და ყველანაიარ გზას ეძებენ, რათა რაღაცნაირად პოზიციები გაიმყაროს.

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილების განხორციელებას 76 ხმა სჭირდება. ამ გადაწყვეტილების გატანაც კი, რაც გამოწვეულია იმით, რომ “ქართული ოცნება” განწირულია დამარცხებისთვის, “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება. როგორ წარმოგიდგენიათ, პარტიები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, კონკურენტ პარტიას რატომ გაძლიერებენ?! ისინი ხომ დაახლოებით ერთ ამომრჩეველზე არიან ორიენტირებული?! ამიტომ საკითხის გატანას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0