პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა გრძელდება

23/02/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა და აზრთა გაცვლა გაგრძელდა.
გამართული დისკუსიის შეჯამებისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ყველა გამოთქმულ მოსაზრებაზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, გამოთქმულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე იმსჯელებს უმრავლესობა, რის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0