საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის ანგარიში, 2023 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზეც. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.
პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
20/07/2023