პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 5 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. გიორგი ამილახვარს 75 ხმით, ირაკლი კოვზანაძეს – 69 ხმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას – 68 ხმით, ნინო იობაშვილს – 70 ხმით და გიორგი ხელაშვილს – 67 ხმით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის 5 წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა – გიორგი ამილახვარს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ხელაშვილს, რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
პარლამენტმა 5 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
24/03/2023