პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Thursday April 4th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 83 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახავს კანონმდებლობით დადგენილ ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
ამასთან ერთად, დაკორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძვლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0