საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა 87 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, თუმცა მისთვის შემოდის ვალდებულება, რომ 12 საათის ვადაში, ნებისმიერი ფორმით, პროკურორს შეატყობინოს ამის თაობაზე. ასევე, პროკურორი უფლებამოსილია შეისწავლოს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს მითითება, რომ დაიწყოს ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს მისცეს მითითება გამოძიების დაწყების თაობაზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი, ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია.
პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
04/04/2023