პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

01/11/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად, მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების საკითხს საკანონმდებლო დონეზე აწესრიგებს. კანონში ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. ცვლილება არეგულირებს გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის საკითხს, ასევე ახლებურად განიმარტება ტერმინები „სტაჟირება“ და „სტაჟიორი“. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0