პარლამენტმა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

29/12/2021

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 2-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტი, მიიღო, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა არის სრულად ამორტიზებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისში პოლიტკოვსკაიას N31-ში ახალ შენობას იშენებს, თუმცა, აღნიშნული ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით აქვს მას გადაცემული. აღნიშნული კანონის საშუალებით, შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით, გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მოხდება მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია და ცალსახად საჭიროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა მომხსენებელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0