პარლამენტმა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

13/12/2023

პარლამენტმა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხის, ასევე მათი განკარგვის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განმარტა, არსებული კანონმდებლობით, შიდა საზღვაო წყლებში ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მშენებლობის შესახებ რეგულაციები არ გვაქვს. საზღვაო სივრცის შესახებ კანონი ასეთ რეგულაციას ითვალისწინებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მაგრამ საზღვაო 12 მილის აკვატორიაში ეს არ არის რეგულირებული. ​ცვლილების შედეგად, იქმნება ასეთი კუნძულების მშენებლობის, ექსპლუატაციაში მიღების და მათი განკარგვის შესაძლებლობა. კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0