პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით – 80 ხმით დაუჭირა მხარი. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მეორე მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევად ცხადდება და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა.
პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
22/12/2022