პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა “საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილებებს.
კანონპროექტზე მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განმარტებით, ცვლილებებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო “ერთი ფანჯრის სისტემით” მომსახურების ფუნქციონირებისთვის. ამასთან, გამარტივდება საქართველოს ნავსადგურებში გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობები, რაც საგრძნობლად დააჩქარებს არსებულ პროცესებს.
„კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო “ერთი ფანჯრის სისტემით” მომსახურების დანერგვას, რაც მიზნად ისახავს სანავსადგურე სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზებას“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.