პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად – მეურვეებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია. ორივე კანდიდატურას 83-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტში კანდიდატურები წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია
01/11/2023