პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია

01/11/2023

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად – მეურვეებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია. ორივე კანდიდატურას 83-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი. ​საქართველოს პარლამენტში კანდიდატურები წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0