პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად 108 ხმით, ერთხმად, ლაშა ტუღუში და 83 ხმით, 19-ის წინააღმდეგ, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ლაშა ტუღუშის კანდიდატურა წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ხოლო ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა – ფრაქცია „ქართულმა ოცნების” მიერ. პარლამენტმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილ ლიკა შავგულიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ლაშა ტუღუში და ვასილ მაღლაფერიძე აირჩია
13/04/2022