პარლამენტმა „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

06/03/2024

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონში ცვლილება. კანონპროექტი ითვალისწინებს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაურის ცვლილებას. კერძოდ, კანონის სათაური განისაზღვრება შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
კანონიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ეხება საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესს და აღნიშნული კანონით დარეგულირდება მხოლოდ საწარმოების სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის წესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0