პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

15/12/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებას. კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული და დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი. ცვლილება, ერთჯერადი ამნისტიის სახით, ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს მტკნარი წყლების გამოყენებისას მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0