პარლამენტმა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

04/05/2023

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კანონის მომზადება განპირობებულია ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, სადაც ერთი თავი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის საკითხებს ეძღვნება.

„წარმოდგენილი კანონპროექტით, ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებთან მაქსიმალურად დაახლოება ხდება. ამ მიზნით, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ატომური სააგენტოს მარეგულირებელი მისია, რომელმაც კონკრეტული რეკომენდაციები მოგვცა და ამ რეკომენდაციების შესაბამისად კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ. ეს შეეხება კონკრეტული რადიაციული წყაროების სანებართვო და რეგისტრაციის რეჟიმებს და კონტროლის განხორციელების პრინციპებს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0