პარლამენტმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

06/03/2024

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თუ 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე, მისი თანხმობით, დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0