პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დადგენილების პროექტს „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. დადგენილების პროექტის ავტორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.
პროექტს ხმა მისცა 12-მა პარლამენტის წევრმა, 13 კი – წინაღმდეგი იყო. დადგენილების პროექტი ითვალისწინებდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც 3 თვის განმავლობაში შეისწავლიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დადგენილების პროექტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ
09/02/2023