პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დადგენილების პროექტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

09/02/2023

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დადგენილების პროექტს „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. ​დადგენილების პროექტის ავტორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.
პროექტს ხმა მისცა 12-მა პარლამენტის წევრმა, 13 კი – წინაღმდეგი იყო. დადგენილების პროექტი ითვალისწინებდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც 3 თვის განმავლობაში შეისწავლიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0