პარლამენტმა მეცნიერების ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

06/03/2024

პარლამენტმა დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა. რომან გოცირიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაცია. მისივე განმარტებით, ცვლილებები შეეხება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების არსებული მოდელის ცვლილებას. კერძოდ, 2027 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აპარატს საბიუჯეტო დაფინანსება შეუნარჩუნდება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0