პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

16/11/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა. კანონპროექტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან გამომდინარე ხორციელდება. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0