პარლამენტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტებს მხარი დაუჭირა

20/02/2024

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტებს მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გაიტანა. მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მათ მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა. ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0