პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებას მხარი 81 ხმით დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.
პარლამენტმა თამბაქოს აქციზის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
17/04/2024