2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
პარლამენტმა თავდაცვის ძალების რაოდენობა დაამტკიცა
15/12/2023