პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 79 ხმით „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება მიიღო. კანონის პროექტი ითვალისწინებს „თავდაცვის კოდექსის“ გარდამავალი ნორმის ცვლილებას. ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განხორციელდება ცენტრალიზებულად, ერთიან სისტემაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გოგი მეშველიანი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და რესან კონცელიძე.
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
02/11/2023