პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების არჩევას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა ნანა ყეინიშვილს 84 ხმით, თეიმურაზ ხომერიკს კი 82 ხმით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა განხილვისა და მოსმენის გარეშე გაიმართა.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა
21/09/2023